მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თვალყურს ვადევნებდით პარლამენტის სხდომას. კვლავ გამოვხატავთ სერიოზულ შეშფოთებას საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით - ბრიტანეთის საელჩო

ბრიტანეთის საელჩო

ბრიტანეთის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს, რომლითაც პარლამენტის დღევანდელ სხდომას ეხმიანება.

საელჩო გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით, რომლებიც ამ დრომდე არაა გამოძიებული.

ამასთან, მთავრობას მოუწოდებს შეასრულოს ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის რეკომენდაციები საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ.

"დღეს თვალყურს ვადევნებდით საქართველოს პარლამენტის სხდომას. კვლავ გამოვხატავთ სერიოზულ შეშფოთებას საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით, რომლებიც ამ დრომდე საფუძვლიანი ან დამოუკიდებელი გზით არ იქნა გამოძიებული.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განახორციელოს ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება მისი საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ. ვიზიარებთ ODIHR-ის მოწოდებას ხელისუფლების მიმართ, მშვიდობიანი პროტესტის ხელშეწყობისა და დიალოგში ჩართვის შესახებ",- აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს, პარლამენტმა, სადაც მარტო “ოცნების” დეპუტატები არიან, 150-ვე წევრის უფლებამოსილება ცნო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები