მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თვის ბოლომდე ნავთობის ფასი 150 დოლარს გადააჭარბებს – UBS-ის პროგნოზი

ნავთობი

შვეიცარიული საბანკო გიგანტის, UBS-ის ანალიტიკოსებმა ნავთობის ფასის ზრდის შესახებ განახლებული პროგნოზი გამოაქვეყნეს. საფინანსო ინსტიტუტის ექსპერტები მიმდინარე თვის ბოლოსთვის Brent-ის მარკის ნავთობის ღირებულების ბარელზე 150 დოლარამდე გაძვირებას პროგნოზირებენ.

აღნიშნული მოლოდინი ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ესკალაციის მაღალ რისკებსა და ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის სრულ ბლოკირებას უკავშირდება. ბანკის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ მიწოდების ჯაჭვის ამ მასშტაბის რღვევა ბაზარზე ნედლეულის მწვავე დეფიციტს გამოიწვევს.

UBS-ის ანალიტიკოსების განმარტებით, გლობალური ეკონომიკისთვის ნავთობის 150-დოლარიანი ნიშნული რეცესიული პროცესების დაჩქარების წინაპირობა იქნება.

ამასთან, ცენტრალური ბანკები ინფლაციის ახალ ტალღასა და მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო მეტად გამკაცრების აუცილებლობაზე მიუთითებენ. UBS-ის შეფასებით, 150-დოლარიანი ნავთობის თითქმის ყველა ძირითად ცენტრალურ ბანკს განაკვეთების გაზრდისაკენ უბიძგებს.

თუკი UBS-ის პროგნოზი გამართლდება, მაშინ ნავთობი ამჟამინდელი 109-დოლარიანი ნიშნულიდან 38%-ით გაიზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები