2024 წლის სექტემბერში საქართველოში 0.6%-იანი წლიური ინფლაცია დაფიქსირდა, რაც მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
საქსტატის მონაცემებით, სექტემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად შემდეგი 10 საქონელი და მომსახურება გაძვირდა:
- ნიორი +74%
- კივი +52%
- მანდარინი +38%
- თვითმფრინავით მგზავრობა +36.7%
- ლიმონი +35.4%
- ბავშვის ქურთუკი +29%
- კიტრი +27%
- მღებავის მომსახურება +24.9%
- ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი +24.4%
- ფორთოხალი +23.6%
გასულ თვეში 10 ყველაზე მეტად გაიაფებული საქონელი და მომსახურება კი შემდეგია:
- ინტერნეტის გადასახდელი -39.9%
- მწვანილი -34.3%
- კომბოსტო -30.7%
- საზამთრო -27.6%
- ანტიბიოტიკები -25.7%
- ქალის ზამთრის ფეხსაცმელი -24.6%
- მწვანე ლობიო -20.9%
- საშინაო ფეხსაცმელი კაცის -20.7%
- ქალის სვიტერი -20.6%
- ელექტროყავადანი -18.2%