2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ცესკო კომპანია Smartmatic-ისგან 2.9 მილიონი დოლარის აპარატურას და პროგრამულ უზრუნველყოფას შეისყიდის. ეს იგივე კომპანიაა, რომლის აპარატურითაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა.
შესყიდვის აღწერაში ნათქვამია, რომ ცესკო იყიდის როგორც ხმის დამთვლელ 450 ახალ აპარატს და 450 საარჩევნო ყუთს, ასევე ამ აპარატებისთვის განკუთვნილ სხვადასხვა სახარჯ მასალას და პროგრამულ უზრუნველყოფას.
განცხადების თანახმად, ცესკო შემდეგ აპარატურას იყიდის:
ვერიფიკაციის აპარატი - 450 ცალი
თერმული ქაღალდი - 38 140 ცალი
უსაფრხოების ლუქი - 19 370 ცალი
მეხსიერების ბარათი - 16 411 ცალი
როუტერი - 950 ცალი
ქსელის კაბელი - 4853 ცალი
ლიცენზია - 450 ცალი
ხმის მთვლელი ელექტრონული აპარატი - 450 ცალი
საარჩევნო ყუთი (თავსახურით) - 450 ცალი
მარკირების კალამი - 156 594 ცალი
SD ბარათი - 16 849 ცალი
უსაფრთხოებისთვის პლომბი/ლუქი - 80 373 ცალი
თერმული ქაღალდი - 9362 ცალი
უსაფრთხოების ბეჭედი/გასაღები - 3467 ცალი
მეხსიერების ბარათი - 5329 ცალი
ქსელის კაბელი - 3303 ცალი
PCOS Ballot Box Lid - 100 ცალი
გასაწმენდი ფურცლები 1 / Cleaning sheets Level 1 - 33 932 ცალი
გასაწმენდი ფურცლები 2 / Cleaning sheets Level 2 - 33 932 ცალი
ლიცენზია - 450 ცალი,"- ნათქვამია აღწერაში.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ცესკომ Smartmatic-ს აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვისთვის 54.2 მილიონი ლარი გადაუხადა.




























