მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Twitter-ი რუსეთის სამთავრობო ანგარიშებს რეკომენდაციას აღარ გაუწევს

624ca06c025dc
ალა ისპირიანი
06.04.22 00:17
795
Reuters-ის ინფორმაციით, Twitter-ი რუსეთის სამთავრობო ანგარიშებს რეკომენდაციას აღარ გაუწევს.

გამოცემის ცნობით, ახალი წესი ეხება იმ მთავრობებს, რომლებიც ჩართული არიან სამხედრო კონფლიქტში და ინტერნეტთან წვდომას უზღუდავენ საკუთარ მოქალაქეებს.

ახალი წესის მიხედვით, რუსული სამთავრობო მედიის ანგარიშები არ გამოჩნდება მომხმარებლის კედელზე, არც ძიების ფუნქციის გამოყენებისას. კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, ეს რუსეთის მთავრობის 300-ზე მეტ ანგარიშს დააზარალებს.

სოციალურ ქსელში წაიშლება სამხედრო ტყვეების ამსახველი ის პოსტებიც, რომლებსაც მთავრობის ან მასთან დაკავშირებული მედიაპლატფორმების ანგარიშები აქვეყნებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები