მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თხილის ბაღებში ფაროსანა მომრავლებულია - ასოციაცია

62c3f9d6e4050
ლიკა გურაბანიძე
05.07.22 23:50
908
თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარის თქმით, თხილის ბაღებში წელს ფაროსანა მომრავლებულია. როგორც მერაბ ჭითანავამ bm.ge-ს განუცხადა, ასოციაცია და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფაროსანას გასანადგურებლად წამლობებში აქტიურად ჩართულია, თუმცა ფერმერზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, რომ წლევანდელი მოსავალი ხარისხიანი და შედეგად ძვირად ღირებული იყოს.

“ფაროსანას გაჩენას უამინდობას და გასულ წელს ფერმერების მხრიდან წამლობების სიმცირეს ვუკავშირებთ. სოფლის მეურნეობის სამინისტრო დღეიდან წამლობებს ინტენსიურად იწყებს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ფერმერების დახმარების გარეშე ეს რაიმე შედეგს გამოიღებს. თუ ფერმერმა თავის ბაღს არ მოუარა, მხოლოდ გარე წამლობებით ფაროსანას ეფექტის შემცირება ვერ მოხერხდება.

დიდი საფრთხე გვაქვს იმის, რომ ფაროსანა, სოკოვანი დაავადებები და სიდამპლე ერთობლივად მივიღოთ, რაც წლევანდელი თხილის მოსავლის ძალიან ცუდ ხარისხს მოგვცემს, შესაბამისად, პროცესში ფერმერების აქტიური ჩართულობა მნიშვნელოვანია.” - აღნიშნა ჭითანავამ.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები