მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თხილის კადასტრში ბაღების რეგისტრაცია 28 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება

63ef96fde1f0a
BM.GE
17.02.23 22:35
1093
სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, თხილის კადასტრში რეგისტრაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. მათივე ცნობით, მიმდინარე წლის 17 თებერვლის მდგომარეობით, 36,913 ჰა თხილის ბაღია რეგისტრირებული.

მეთხილე ფერმერებმა, სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, ბაღების რეგისტრაცია 2023 წლის 28 აპრილის ჩათვლით უნდა მოახდინონ.

"სოფლის განვითრების სააგენტოს თხილის კადასტრის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელების სოფლებში ვიზიტი წინასწარ დაგეგმილი გრაფიკით ხორციელდება. გრაფიკის შესახებ ინფორმაცია, კონკრეტული რეგიონის, სოფლისა და ვიზიტის თარიღის მითითებით, ხელმისაწვდომია სოფლის განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე; თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს საკუთრებაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში უნდა გააჩნდეს თხილის ბაღი, ჯამურად არანაკლებ 0.2 ჰა და არაუმეტეს 3 ჰა. სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება 500 ლარით - 1 ჰა თხილის ბაღზე გადაანგარიშებით.

პროგრამაში ჩართულ პირებზე სუბსიდია გაიცემა ლიბერთი ბანკის აგრობარათზე შესაბამისი ქულების დარიცხვით. ქულების დარიცხვა დაიწყება მიმდინარე წლის გაზაფხულზე. სპეციალიზებულ აგრომაღაზიებში დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადაა 2023 წლის 31 აგვისტო. თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა ხორციელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სოფლის განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე - www. rda.gov.ge

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები