მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თხილის მოსავალი დროულად ვერ ავიღეთ, რადგან სამუშაო ძალა არ იყო - გელა ხანიშვილი

618e67a23893c
ინგა მურუსიძე
12.11.21 17:17
1687
თხილის მოსავალი დროულად ვერ ავიღეთ იმიტომ, რომ სამუშაო ძალა არ იყო, - ამის შესახებ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, გიორგი ხანიშვილმა პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

ხანიშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში ნომერ პირველი პრობლემა სამუშაო ძალის დეფიციტია.

„აქ მე ვსაუბრობ არა კვალიფიციურ სამუშაო ძალაზე, ხოლო როცა კვალიფიციურზე ვსაუბრობთ, იქ საერთოდ დეფიციტი კი არ არის, ადამიანები არ გვყავს. წელს გვაქვს უნიკალური შემთხვევა, დღიურ სამუშაოზე 80-100 ლარს მიაღწია მოთხოვნამ. თხილის მოსავალი დროულად ვერ ავიღეთ იმიტომ, რომ სამუშაო ძალა არ იყო, მერე წვიმებმა მოგვისწრო და ხარისხი გაგვიფუჭა. იგივე მდგომარეობა იყო ყურძენზე, ატამზე და იგივეს ველოდებით ციტრუსზე.

ჩვენი პროგრამებით ვცდილობთ, რომ სამუშაო ძალა მაქსიმალურად ჩაანაცვლოს მექანიზებულმა ტექნიკამ. წარმატებით დავხურეთ მოსავლის აღების პროგრამა. შემოდის ზეთის ხილის ამღები, ლობიოს და სხვა მოსავლის ამღები ტექნოლოგიები. ანუ ახლა გვაქვს გამოწვევა, რომ ადამიანებს ვასწავლოთ ტექნოლოგიები და ის იქცეს ოპერატორად, ნაცვლად თოხის ხელში ჭერისა. ამ გამოწვევის დაძლევაზე ვმუშაობთ“, - განაცხადა გელა ხანიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები