მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თხილის სუბსიდირება მოკლევადიანი გამოწვევების გადაჭრისკენაა მიმართული - ISET-ის ეკონომისტი

63c55f2b237d3
თელარა გელანტია
17.01.23 22:56
831
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტის სალომე გელაშვილის შეფასებით, თხილის სუბსიდირების პროგრამა მოკლევადიანი გამოწვევების გადაჭრისკენაა მიმართული.

ამის შესახებ სალომე გელაშვილმა BMG-ის ახალი სამთავრობო პროგრამის შეფასებისას განუცხადა, რომლის წლევანდელი ბიუჯეტი 20 მილიონი ლარია.

რამდენ ფერმერზე გადანაწილდება თხილის სუბსიდირების პროგრამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ₾20-მილიონი ლარი, თებერვლის დასაწყისში გახდება ცნობილი, თუმცა სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამაში მონაწილეობისთვის თხილის ბაღების კადასტრში უკვე რეგისტრირებულია 45 000-ზე მეტი ფიზიკური პირი, რომელთა ბაღების ჯამური ფართობი 21 000 ჰექტარს აღემატება.

BMG-ის კითხვაზე, რამდენად არის იმის რისკი, რომ თხილის სექტორის სუბსიდირების პროგრამა გრძელვადიან პერიოდშიც გაგრძელდეს, ISET-ის წამყვანი ეკონომისტის თქმით, მსგავსი რისკი არსებობს და ამას სხვადასხვა კულტურის სუბსიდირების პროგრამებიც მოწმობს.

“თხილის სექტორის სუბსიდირება, როგორც ბევრი სხვა კულტურის შემთხვევაში, ძირითადად, მიმართულია მოკლევადიანი გამოწვევების გადაჭრისკენ და ნაკლებადაა ორიენტირებული იმისკენ, რომ გრძელვადიან პერიოდში ხელშესახები შედეგი მივიღოთ.

აგრობარათების გამოყენება წლების წინაც ხდებოდა; ამ პროგრამით, ფაქტობრივად, ხდება ერთ-ერთი გამოწვევის გადაჭრა - ფერმერისთვის ხარჯების შემცირება, თუმცა დარგში უფრო მნიშვნელოვანი გამოწვევები არსებობს, რაზეც თხილის ბევრი მწარმოებელი ამახვილებს ყურადღებას - მაგალითად, სამუშაო ძალაზე ხელმისაწვდომობის პრობლემა; გამოწვევაა საშრობი მეურნეობების არსებობა, ასევე პრობლემას წარმოადგენს პროდუქციის ხარისხი; გასაგებია, რომ სახელმწიფო ყველა ასპექტში ვერ ჩაერთვება და არც უნდა ჩაერთოს, მაგრამ მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომელია სისტემური გამოწვევები და სწორედ მათი გადაჭრისკენ ვიყოთ ორიენტირებული“, - აცხადებს სალომე გელაშვილი.

ცნობისთვის: ქართული თხილის მთავარი საექსპორტო ბაზარი ევროკავშირის ქვეყნებია. გასული წლის 11 თვეში საქართველომ თხილის ექსპორტით 90 მლნ დოლარი მიიღო, რაც 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 16%-ით ჩამორჩება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები