მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტყიბულის წყალსაცავში მდებარე კუნძული განმეორებით აუქციონზე ₾357 ათასად გაიყიდა

ტყიბულის წყალსაცავი

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განმეორებით აუქციონზე ტყიბულის წყალსაცავში მდებარე კუნძული 357 ათას ლარად გაიყიდა. კუნძულის შემძენმა საინვესტიციო ვალდებულების სახით მომდევნო 4 წელში ტერიტორიის განვითარებისთვის 1 მილიონი ლარის პროექტი უნდა განახორციელოს. კუნძულის ფართობია 21,421 კვადრატული მეტრი.

წყალსაცავში მდებარე კუნძულის საწყისი ფასი 120 ათასი ლარი იყო, ხოლო ის 79 ბიჯის შედეგად გაიყიდა.

ტყიბულის წყალსაცავში მდებარე 3 კუნძული სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ საპრივატიზაციოდ 2023 წლის დეკემბერში გამოიტანა და სამივე მათგანს მყიდველი გამოუჩნდა. თუმცა მესამე კუნძულის მყიდველმა საინვესტიციო თანხა არ გადაიხადა, რის გამოც ხელახალი აუქციონი გამოცხადდა. ჯერჯერობით უცნობია ვინ არის აღნიშნული კუნძულის ახალი მესაკუთრე.

გაყიდული კუნძულების ფასები და საინვესტიციო ვალდებულებები ასე ნაწილდება:

  • კუნძული 1: ფართობი 31,828 კვადრატული მეტრი;
  • საწყისი ფასი ₾180,000, გაყიდვის ფასი 663,000 ლარი.
  • საინვესტიციო ვალდებულება - 1 მილიონი ლარი;
  • გაიყიდა 483 ბიჯის შედეგად;
  • კუნძული 2: ფართობი 315,018 კვადრატული მეტრი;
  • საწყისი ფასი ₾1,700,000, გაყიდვის ფასი 1,701,000 ლარი.
  • საინვესტიციო ვალდებულება - 6 მილიონი ლარი;
  • გაიყიდა 1 ბიჯის შედეგად;

უფრო ვრცლად გაყიდული კუნძულების შესახებ წაიკითხეთ სტატიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები