მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტყიბულის წყალსაცავის კუნძული ხელახლა იყიდება - რა არის საინვესტიციო ვალდებულება?

ტყიბულის წყალსაცავი

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ტყიბულის წყალსაცავში მდებარე კუნძულს ხელახლა ყიდის. აუქციონის თანახმად, 21,421 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთის საწყისი ფასი 120,000 ლარს შეადგენს, რაც წინა აუქციონის საწყისი ფასის ანალოგიურია. თუმცა, კუნძულის შემძენმა 4 წლის ვადაში ადგილზე 1 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

ტყიბულის წყალსაცავში მდებარე 3 კუნძული სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ საპრივატიზაციოდ 2023 წლის დეკემბერში გამოიტანა და სამივე მათგანს მყიდველი გამოუჩნდა. ხოლო ის კუნძული, რომელიც გასაყიდად ხელახლა გამოიტანეს, გასულ წელს 556 ბიჯის შედეგად 676,000 ლარად გაიყიდა. თუმცა, ფაქტი რომ აუქციონი ხელახლა გამოცხადდა, მეტყველებს იმაზე, რომ კუნძულის შემძენმა საპრივატიზებო თანხა არ გადაიხადა და აუქციონის შედეგები ბათილად გამოცხადდა. უცვლელია საინვესტიციო პირობაც და ის კვლავ 1 მილიონ ლარს შეადგენს.

გაყიდული კუნძულების ფასები და საინვესტიციო ვალდებულებები ასე ნაწილდება:

  • კუნძული 1: ფართობი 31,828 კვადრატული მეტრი;
  • საწყისი ფასი ₾180,000, გაყიდვის ფასი 663,000 ლარი.
  • საინვესტიციო ვალდებულება - 1 მილიონი ლარი;
  • გაიყიდა 483 ბიჯის შედეგად;
  • კუნძული 2: ფართობი 315,018 კვადრატული მეტრი;
  • საწყისი ფასი ₾1,700,000, გაყიდვის ფასი 1,701,000 ლარი.
  • საინვესტიციო ვალდებულება - 6 მილიონი ლარი;
  • გაიყიდა 1 ბიჯის შედეგად;

წყალსაცავში მდებარე ყველაზე დიდი ზომის კუნძული შეისყიდა კომპანია შპს ემ&ეს-მა, რომელიც დაკავშირებულია ბიზნესმენ მირიან ქათამაძესთან. ბიზნეს რეესტრის თანახმად, ქათამაძე არის კომპანია "რედკოს" დამფუძნებელი, რომელსაც განხორციელებული აქვს არაერთი მსხვილი დეველოპერული პროექტი. მისმა კომპანიამ 315 ათასი კვადრატული მეტრის ფართობის კუნძული 1.7 მილიონ ლარად შეიძინა. აღნიშნულ კუნძულზე კომპანია ემ&ეს-მა 6 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. ჯერჯერობით უცნობია, რომელმა კომპანიებმა შეიძინეს დანარჩენი ორი კუნძული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები