მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ტყიბულში მეშახტეებს შევხვდი... მთავარი საკითხი, რაც მათ წამოაყენეს, ტურიზმის განვითარებაა“

6131f6c15474b
ვიქტორია მღებრიშვილი
03.09.21 14:21
3666
„მეშახტეებს შევხვდი... მთავარი საკითხი, რაც მათ წამოაყენეს, ტურიზმის განვითარებაა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტყიბულში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, ტყიბულში ტურისტულად ახალი ლოკაციების შესწავლა და მიზიდულობის ცენტრებად გადაქცევა უნდა მოხდეს.

„ტყიბული - ეს ისტორიული ქალაქი გამორჩეულია თავისი სილამაზით, არაჩვეულებრივი ბუნებით და უზარმაზარი პოტენციალით ტურიზმის განსავითარებლად. ახლახან მეშახტეებს შევხვდი, განვიხილეთ რამდენიმე საკითხი. მათ ვუთხარი და ადგილზე გადავუწყვიტეთ საკითხები და ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაც მათი მხრიდან იქნა წამოყენებული სწორედ ტურიზმის განვითარებაა.

ცხრაჯვარის პროექტი - აქტიურად ვმუშაობთ და აუცილებლად გაკეთდება. სხვა ლოკაციებს შევისწავლით და აუცილებლად გავაკეთებთ ახალ მიზიდულობის ცენტრებს იმისთვის, რომ ტყიბულში რაც შეიძლება მეტი დამსვენებელი ჩამოვიდეს, მეტმა ნახოს - როგორც ადგილობრივმა, ისე უცხოელმა ტურისტმა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები