მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

UAE-ში ეროვნული საგადახდო სისტემა შექმნეს - რას წარმოადგენს Jaywan-ი?

Jaywan

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ეროვნული საგადახდო სისტემა, Jaywan შექმნეს. საგადახდო სისტემა, რომელიც მალე გლობალურად ამოქმედდება, ქვეყნის ცენტრალური ბანკის შვილობილმა კომპანია Al Etihad Payments-მა დააფუძნა. როგორც კომპანიაში ამბობენ, სისტემის ფარგლებში გამოშვებული ბარათებით მომხმარებლები გაუმჯობესებულ პირობებს და შემცირებულ ხარჯებს მიიღებენ.

თავად ბარათები სხვადასხვა დონის და ფორმატის იქნება, ანუ ვიხილავთ, როგორც სადებეტო, ასევე საკრედიტო ბარათებს. თავდაპირველად, Jaywan-ის ორი ბარათი გამოვა: ლოკალური, რომელსაც “ყურის თანამშრომლობის საბჭოს” წევრი ქვეყნებში გამოიყენებენ და საერთაშორისო, რომელიც, წამყვან გლობალურ მოთამაშეებთან, მათ შორის Visa-სთან, Mastercard-თან, Discover-თან და UnionPay-თან პარტნიორობით შეიქმნება.

მოგვიანებით, Jaywan-ის ბარათები Google Pay-ში და Apple Pay-ში გამოჩნდება, ხოლო Samsung-ის ბრენდის ტელეფონებთან ავტომატურ ინტეგრაციაზე არაბული კომპანია კორეული Samsung-ის ხელმძღვანელებს ესაუბრა. როგორც კომპანიაში ამბობენ, ამ გზით, არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლება გაციფრულების სტრატეგიის აღსრულებას დააჩქარებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები