მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უახლოეს მომავალში [DRG-ის მოდელზე] ალბათ ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ გადაწყვეტამდე მივალთ - მინისტრი

ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა DRG დაფინანსების მოდელთან დაკავშირებით დასკვნა წარადგინა.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, ეს იქნება ბიძგი თითოეულ საკითხთან დაკავშირებით დისკუსიის დასაწყებად, რაზეც რეკომენდაცია გაიცა.

მისი თქმით, გართულებული ბიუროკრატიული მექანიზმების არსებობა განპირობებული იყო ბიუჯეტის შესაძლო არაკეთილსინდისიერი ათვისების მცდელობის რისკების დაზღვევით, რომელიც მისი თქმით, არ არის მასშტაბური, თუმცა ასეთი პრეცედენტებიც არის.

"ჩვენ გვქონდა შეჯერებული პოზიცია რეანიმაციის დაფინანსების მოდელთან დაკავშირებით, რომელზეც რეკომენდაციებიც გაიცა, რომელთან დაკავშირებითაც იყო გარკვეული მოსაზრებების გაცვლა ამ საკითხებზე დისკუსიის პროცესში, ეს გრძელდება და ვფიქრობთ, რომ უახლოეს მომავალში ალბათ ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ მივალთ გადაწყვეტამდე.

რაც შეეხება კონკრეტულად მაღალი ტექნოლოგიების და სხვა მიმართულებით შესაძლო თანაგადახდების მეთოდს, ეს არ არის ერთადერთი მეთოდი, ეს არის ერთ-ერთი მეთოდი, რომელიც შეიძლება ასევე როგორც მაგალითად დავასახელოთ როგორ შესაძლო გადაჭრის ფორმა.

ვფიქრობთ, რომ სექტორთან ერთად ამ საკითხებთან დაკავშირებითაც მივალთ ყველაზე ოპტიმალურ და ყველაზე სწორ გადაწყვეტამდე", - თქვა სარჯველაძემ.

მინისტრმა, ცალკე განიხილა ყველა შენიშვნა და გადაჭრის ხედვა რომელიც სამინისტროს აქვს.

რა ძირითად გამოწვევებს ქმნის DRG დაფინანსების მოდელი? - ჯანდაცვის კომიტეტი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები