მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უამინდობის გამო დასავლეთში რკინიგზის საკონტაქტო ქსელზე ძაბვის პრობლემები იქმნება - განცხადება

63bffae58e953
ვიქტორია მღებრიშვილი
12.01.23 16:20
585
საქართველოს რკინიგზა დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო ქსელზე შექმნილი ძაბვის პრობლემების შესახებ გაცხადებას ავრცელებს.

„ძვირფასო მგზავრებო!

დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო, საკონტაქტო ქსელზე საქართველოს რკინიგზისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით პერიოდულად იქმნება ძაბვის პრობლემები, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მოძრაობის შეფერხება და მატარებლების შეყოვნებები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს რკინიგზა მოკლებულია შესაძლებლობას უზრუნველყოს მგზავრთა შეუფერხებელი ტრანსპორტირება და თითოეულ მგზავრს სთავაზობს გამგზავრებამდე ბილეთის დაბრუნების შესაძლებლობას“, - ნათქვამია რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში

გავრცელებული ინფორმაციით, ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი თბილისი-ზუგდიდის სამგზავრო მატარებელი სენაკში 1 საათზე მეტხანს იყო გაჩერებული. ინფორმაცია BM.GE-ს საქართველოს რკინიგზაში დაუდასტურეს. მათი განმარტებით, სენაკიდან ზუგდიდის მიმართულებით მგზავრთა ნაწილის გადაყვანა საქართველოს რკინიგზამ მიკროავტობუსებით უზრუნველყო, ამ დროისთვის კი მატარებელი სენაკის სადგურიდან ზუგდიდის მიმართულებით უკვე გაემგზავრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები