მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უამინდობის შედეგად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სოფლები დაიტბორა

23

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ხანგრძლივი, გადაუღებელი წვიმების შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა და ჭარბმა ნალექმა სოფლების დატბორვა გამოიწვია.

მერიის ინფორმაციით, დაზიანებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დიდი ნაწილი, დაიტბორა - საკარმიდამო ნაკვეთები, ვენახები, ბოსტნეულის ბაღები,მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები.

"სტიქიამ ყველაზე მეტად ნინიგორის, კაბალის, ცოდნისკარის, გიორგეთის და აფენის თემის მოსახლეობა დააზარალა.

მთელი ღამის განმავლობაში სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები. სალიკვიდაციო სამუშაოები სტიქიის პირველივე წუთებიდან დაწყებულია.

ადგილზე იმყოფებიან სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, მობილიზებულია მძიმე ტექნიკა. მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები",- აღნიშნავენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში.

მათივე ცნობით, ხანგრძლივი და ინტენსიური წვიმების გამო, 28 სექტემბერს დაგეგმილი "ჰერეთობის" სახალხო დღესასწაული დროებით გადაიდო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები