მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უარს თუ ვიტყვით ევროპულ მომავალზე, მარტო დავრჩებით დღევანდელი რუსეთის წინაშე - ყოფილი ელჩი

640483440d15a
თამთა ჯიჯავაძე
05.03.23 16:40
1171
უარს თუ ვიტყვით ევროპულ მომავალზე, მარტო დავრჩებით დღევანდელი რუსეთის წინაშე - ამის შესახებ გერმანიაში საქართველოს ყოფილი ელჩი და Georgian Institute of Politics-ის არარეზიდენტი მკვლევარი, ელგუჯა ხოკრიშვილი წერს. ის საქართველოში განვითარებულ მოვლენებს აფასებს და ამბობს, რომ გაურკვეველი კანონპროექტი და ქმედებები ღია დაპირისპირებაა პარტნიორებთან. 

"გასულ წელს რუსეთის სამხედრო აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ და უკრაინელი ხალხის სამაგალითო ბრძოლამ დამოუკიდებლობისთვის, ფუნდამენტურად შეცვალა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, რამაც გააჩინა შანსი დაუახლოვდეთ ჩვენ ისტორიულ მიზანს, გავხდეთ ევრო-ატლანტიკური ოჯახის წევრი, რაც არის ჩვენი ეროვნული დამოუკიდებლობის და უსაფრთხოების გარანტია.

ჯერ კიდევ გასულ წელს ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მიღება გადავადებულიყო. დღეს ეს გაურკვეველი კანონპროექტი და ქმედებები ღია დაპირისპირებაა ჩვენს მეგობრებთან/პარტნიორებთან. უარს თუ ვიტყვით ქვეყნის ევროპულ მომავალზე, მარტო დავრჩებით დღევანდელი რუსეთის წინაშე, რაც ქვეყნის დაუცველობას და განვითარების პერსპექტივის დაკარგვას ნიშნავს", - წერს ყოფილი ელჩი.

ის ასევე ეხმაურება ITB Berlin – 2023-ზე საქართველოს, როგორც მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგენას:

"ოთხი წლის წინ, როცა ITB Berlin-ის ხელმძღვანელობასთან მასპინძელი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება დავიწყე, მაშინ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის პერსპექტივაზე, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში პოლიტიკოსები საუბარს ერიდებოდნენ. ძირითად მიზეზად კი სახელდებოდა ის, რომ მათი მოსახლეობის უმრავლესობა ევროკავშირის გაფართოებას მხარს არ უჭერდა.

ITB Berlin-ზე საქართველოს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგენის იდეა მხოლოდ ერთ მიზანს ემსაუხრებოდა, გაგვეცნო ჩვენი ქვეყნის სტუმართმასპინძლობა, ისტორია და კულტურა გერმანიის (ევროპის) მოსახლეობისთვის. მთავარი გზავნილი კი უნდა ყოფილიყო, რომ საქართველო ევროპული ცივილიზაციის ნაწილია", - აცხადებს ის.