მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“უბალანსობა კერძო სექტორს ხარჯის სახით არ დააწვება”- ლომინაძე ენერგეტიკულ ბირჟაზე

მერაბ ლომინაძე

6-ჯერ გადავადებული ენერგეტიკული ბირჟა 1 თვეში უნდა ამოქმედდეს, მაგრამ ბაზრის გახსნის პირობები ჯერ ისევ უცნობია. საკითხის ბუნდოვანებაზე საუბარია Galt & Taggart-ის კვლევაშიც, სადაც ვკითხულობთ, რომ ამ ეტაპზე, კანონქვემდებარე აქტებში ცვლილება არ შესულა, თუმცა თუ აქამდე გაკეთებული განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, ბაზარი ეტაპობივად უნდა გაიხსნას.

Galt & Taggart-ის ინფორმაციით, ჯერ ისევ უცნობია, გაიყიდება თუ არა იმპორტირებული ელექტროენერგია ბირჟაზე. მათი მოლოდინით, ბირჟაზე მოხვედრილი იმპორტირებული ელექტროენერგია ტარიფს გაზრდის. ასევე კითხვები არსებობს კითხვები უბალანსობის პოლიტიკასთან დაკავშირებითაც.

Galt & Taggart-ის მხრიდან დასახელებულ ბუნდოვან საკითხებთან მიმართებით "თრეიდინგ სოლუშენის" მმართველი პარტნიორი მერაბ ლომინაძე ამბობს, რომ საკითხების გადაზღვევას როგორც მისთვის არის ცნობილი პირველ ეტაპზე ესკო უზრუნველყოფს. ლომინაძე ამბობს, რომ გარე ფაქტორები, რომლის გამო ბირჟის ამოქმედება 6-ჯერ გადავადდა, დღესაც არსებობს, თუმცა ბირჟა მაინც უნდა გაიხსნას.

“ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, არანაირ ფინანსურ წნეხთან ბიზნესს საქმე არ უნდა გვქონდეს, იმ ფორმით რა ფორმითაც მოხდება 1 ივლისიდან ბირჟის გაშვება. ვფიქრობ, რომ უნდა გაეშვას ბირჟა, იმიტომ რომ ჩვენ უნდა გადავგდგათ რაღაც ნაბიჯები თავისუფალი საბაზრო ეკონომიკისკენ, რომელიც არის ქვაკუთხედი ნებისმიერი დემორატიული ქვეყნისთვის. აქედან გამომდინარე მკაცრად რეგულირებადი და სახელმწიფოს წნეხ ქვეშ მყოფი სექტორი ვერ იქნება თვითმყოფადი და ვერ იქნება გამომდინარე. ამაზე დაყრდნობით ვამბობს, რომ ბირჟის გაშვება მიმაჩნია აუცილებელი და იმ ფორმით, რა ფორმითაც გაეშვება ეს იქნება სავარჯიშო პლატფორმა იმ კომპანიებისთვის, ვინც დღეს მონაწილეობს ენერგო ბაზარზე.

ჩემი ინფორმაციით, უბალანსობა და იმპორტის საკითხები დარჩება ესკოს პრეროგატივაში, რომელიც აგრეთვე იქნება მოთამაშე ბაზარზე და შესაბამისად, მაგიტომ ვამბობს, რომ უბალანსობა ხარჯის სახით არ დააწვება კერძო სექტორს. საბოლოო ჯამში ყველა კომპანია პასუხისმგებელი იქნება უბალანსობაზე და არა ისე როგორც ახლა, როცა მომხმარებელი არის პასუხისმგებელი მხარე და გენერაციის ობიექტებს არანაირი სურვილი ამ უბალანსობის დაფინანებაში არ შეაქვთ,”-ამბობს "თრეიდინგ სოლუშენის" მმართველი პარტნიორი მერაბ ლომინაძე.

ცნობისთვის:საქართველოში ენერგეტიკული ბირჟას სრულფასოვანი ფუნქციონირება ჯერ კიდევ 2021 წლის 1 ივლისს უნდა დაეწყო, თუმცა მისი გახსნა 6-ჯერ გადავადდა. ბაზრის გახსნა ამჯერად 2024 წლის 1 ივლისს არის დაგეგმილი.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები