მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Uber-ი ელექტროტაქსების შესაქმნელად Lucid-ში $300 მილიონის ინვესტიციას განახორციელებს

uber
BM. GE
20.07.25 22:30
398

სატრანსპორტო კომპანია Uber-ი ელექტრომობილების მწარმოებელ Lucid-ში $300 მილიონის ინვესტირებას გეგმავს. მიზანი 2026 წლის ბოლომდე რობოტაქსების სერვისის დანერგვაა.

Lucid-მა დათქმულ დრომდე 20,000-ზე მეტი ახალი თვითმართვადი ელექტრომობილი უნდა შექმნას, რომელთაც Uber-ი რობოტაქსებად გამოიყენებს. ავტოპილოტის ტექნოლოგიას Lucid-ი სტარტაპ Nuro-სგან ექვსი წლის ვადით შეისყიდის. აღსანიშნავია, რომ Lucid Gravity-ს ერთი მოდელი უკვე იტესტება ლას-ვეგასში.

ცნობისთვის, Uber-მა რობოტაქსების დანერგვა აქამდეც სცადა, თუმცა წარუმატებელი გამოცდებისა და სამართლებრივი პრობლემების გამო, ამ ინდუსტრიიდან 2020 წელს გავიდა. წლების გასვლასთან ერთად გაიზარდა კონკურენციაც. ამჟამად, ბაზარზე რობოტაქსებს Tesla, Waymo და Amazon-ი ტესტავენ. რთულია იმის თქმა, რამდენად წარმატებული იქნება Uber-ისა და Lucid-ის კოლაბორაცია, რადგან მკაცრი რეგულაციები კვლავ მოქმედებს, თვითმართვადი ტაქსების გამოძახება კი კვლავ ძვირ სიამოვნებად რჩება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები