მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Uber-ის თვითმავალი რობოტაქსები უკვე აბუ-დაბიში დადიან

რობოტაქსი
BM. GE
29.11.25 21:01
783

Uber-მა, ჩინურ მწარმოებელ WeRide-თან თანამშრომლობის ფარგლებში, აბუ-დაბიში თვითმავალი რობოტაქსებით მომსახურება დაიწყო. ამრიგად, არაბთა გაერთიანებული საამიროები გახდა პირველი სახელმწიფო აშშ-ის შემდეგ, სადაც კომპანია მომხმარებლებს აღნიშნულ სერვისს სთავაზობს.

პროგრამა პირველად იას კუნძულზე დაიწყო, რომელიც აბუ-დაბის ტურისტული ნაწილია. შემდეგ, მარეგულირებელი ორგანოებისგან მთელი ქალაქის ტერიტორიაზე ოპერირების ნებართვა მოიპოვა.

აღნიშნული პროგრამა ხაზს უსვამს საამიროების ხელისუფლების სურვილს, აბუ-დაბი მსოფლიოს ტექნოლოგიური ჰაბი გახდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები