თბილისში უბილეთო მგზავრობისთვის დაწერილი ჯარიმების რაოდენობა გაორმაგდა.
ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2026 წლის იანვარ-მარტში ჯარიმების მოცულობამ შეადგინა 846,441 ლარი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 113%-ით მეტია.
თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის უბილეთო მგზავრობის ჯარიმა 20 ლარს შეადგენს, შესაბამისად წელს დაწერილი ჯარიმების რაოდენობა 42 ათასს აჭარბებს.
თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრთა ბილეთების შემოწმებას თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მონიტორინგის სამსახური ახდენს.




























