2026 წლის მეორე კვარტალში შვეიცარიული საბანკო ჯგუფის UBS-ის საერთო შემოსავალმა $13.7 მილიარდი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13%-იან ზრდას ნიშნავს. თუ გასული წლის შესაბამის პერიოდში კომპანიის ფინანსური შედეგები შედარებით დაბალი იყო, ამჯერად წმინდა მოგებამ $2.8 მილიარდს მიაღწია, ხოლო წლის პირველი ნახევრის ჯამურმა მაჩვენებელმა $5.8 მილიარდი შეადგინა.
ამასთან, თითო აქციაზე გადანაწილებული მოგება გასული წლის მაჩვენებლიდან, $0.72-დან $0.87-მდე გაიზარდა. საბანკო ჯგუფის მოგებამ დაბეგვრამდე კი $3.6 მილიარდი შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 64%-იან მატებას ნიშნავს.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ფინანსური შედეგების ზრდა ძირითადად გლობალური ქონების მართვისა და საინვესტიციო საბანკო მიმართულებების აქტიურობამ განაპირობა. მეორე კვარტალში ქონების მართვის სეგმენტში წმინდა ახალი აქტივების მოცულობამ $36 მილიარდი შეადგინა, ხოლო ჯგუფის მართვაში არსებული აქტივების ჯამურმა ღირებულებამ სარეკორდო $7.3 ტრილიონს მიაღწია. ამას გარდა, Credit Suisse-ის ინტეგრაციის პროცესი ფინალურ ეტაპზე გადავიდა.
საბანკო ჯგუფი 2026 წლის ბოლომდე $13.5 მილიარდის ოდენობის საერთო ხარჯების შემცირებას გეგმავს.




























