მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უცხოელებისთვის სასოფლო მიწის ფლობაზე მოქმედი კანონი უნდა გადაიხედოს - DWV

63525bcb35f41
მარიამ ვარადაშვილი
21.10.22 12:51
1131
გერმანიის ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე საშა ტერნესი მიიჩნევს, რომ უცხოელებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ქონაზე დაწესებული აკრძალვა უნდა გადაიხედოს, რათა ამ სექტორში ინვესტიციების შემოვიდეს. უცხოელების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწების ფლობის საკითხი მან 19 ოქტომბერს გამართულ ინვესტორთა საბჭოზეც დააყენა.

“რამდენიმე წლის წინ კანონი ისე შეიცვალა, რომ უცხოელებს შეეზღუდათ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფლობა, კანონით ასევე შეიზღუდა იმ საწარმოებისთვის მიწის ფლობა, რომელთა წილების დიდ ნაწილს უცხოელები ფლობენ.

მიუხედავად ამისა, ზოგიერთ სტრატეგიულ ინვესტორს შეუძლია ნამდვილი სარგებელი მოუტანოს საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორს, არა მხოლოდ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, არამედ ტექნოლოგიების, ახალი ბაზრების მოძიების კუთხითაც.

ამიტომ, კანონით დაიშვა გამონაკლისი იმ შემთხვევაში, თუ უცხოელი ინვესტორი საინვესტიციო გეგმას წარმოადგენს და მთავრობა მას დაამტკიცებს. კონკრეტული მოთხოვნები, რაც გამონაკლისი შემთხვევები მოქმედებს ძალაში, გასულ წელს შევიდა. იმ დროს ინვესტორთა საბჭომ განაცხადა, რომ რეგულაცია ძალიან მკაცრი იყო.

ახლა, ერთი წლის შემდეგ უნდა დავინახოთ, რომ ამ მექანიზმით არცერთი ინვესტიცია არ განხორციელებულა და მხოლოდ 3-4 შემთხვევას განიხილავს მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო.

არ მჯერა, რომ ინვესტორებს ნაკლები ინტერესი აქვთ და მიმაჩნია, რომ არსებული საკანონმდებლო ჩარჩო ისე უნდა გადაიხედოს, რომ გამოინახოს გზები, რათა უცხოელი ინვესტორები წახალისდნენ ამ სექტორში. ამასთან, გამარტივდეს პროცედურები.

გერმანიის ბიზნეს ასოციაცია ინვესტორთა საბჭოსთან ერთად, მთავრობას სთავაზობს გადახედოს რეგულაციებს და მის გასაუმჯობესებლად რეკომენდაციებს სთავაზობს”,-აცხადებს საშა ტერნესი.

კითხვაზე რა რეკომენდაციები შეიმუშავა ასოციაცია ტერნესი პასუხობს, რომ ამ ეტაპზე დეტალებზე მიდის მუშაობა.

“ვუყურებთ დიდ სურათს და ვხვდებით, რომ საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმჯობესება სჭირდება”,-აცხადებს ის.

ინფორმაციისთვის, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით, რომელიც საკუთრების უფლებას განსაზღვრავს, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში.

გამონაკლისი შემთხვევები შეიძლება დადგინდეს ორგანული კანონით, რომელიც მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით. სწორედ ორგანული კანონით დაიშვა გამონაკლისი უცხოელი მფლობელების მიმართ, რომელთაც მთავრობას საინვესტიციო გეგმა უნდა წარუდგინონ.

კერძოდ, საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას, რომლის დომინანტი პარტნიორი არის უცხოელი ან/და საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი, მიწის შეძენისას საინვესტიციო გეგმის წარდგენა ევალება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები