მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საკითხი არა ერთ კანონს, არამედ საქართველოს მიმართულებას ეხება - საშა ტერნესი "რუსულ კანონზე"

საშა ტერნესი

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) ხელმძღვანელი, საშა ტერნესი ამბობს, რომ საქართველოს ევროპული კურსიდან დაშორება ქვეყნის მიმართ ინვესტორების ინტერესს დააზიანებს.

როგორც საშა ტერნესმა BMG-ის ე.წ. რუსულ კანონთან დაკავშირებით განუცხადა, არსებული ვითარება არაერთ ინვესტორს აშფოთებს და უკვე აღარ არიან დარწმუნებულნი, სურთ თუ არა საქართველოში ინვესტირება.

"ეს არ უკავშირდება მხოლოდ ერთ კანონს. საკითხი ქვეყნის მთლიან მიმართულებას ეხება. ევროკავშირში ინტეგრაცია ნახსენებია ქვეყნის კონსტიტუციაში, არის ასოცირების შეთანხმების ნაწილი. ამის გამო მივიღეთ თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი, უვიზო რეჟიმი, კანდიდატის სტატუსი. ნაბიჯ-ნაბიჯ ძალიან ბევრი რამ გაკეთდა და ახლა ყველა ეს წარმატება რისკის ქვეშაა. თუ ვაშფოთებთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, ევროკავშირს და თუ პროგრესი არაა მოლაპარაკებებში კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, მაშინ ბევრი საინვესტიციო გადაწყვეტილება საეჭვოა. ბიზნესები საქართველოში მოდიოდნენ ყველა ამ პოზიტიური განვითარების გამო. ამ ყველაფერს ხედავდნენ, როგორც გადაწყვეტილების საფუძველს. თუ ეს მოხდება, ქვეყანა უკან გადადგამს ნაბიჯს ან სხვა მიმართულებით წავა, ან თუ ევროკავშირი ამ კანონის [რუსული კანონი] გამო რაიმენაირად შეანელებს ან თუნდაც შეაჩერებს განხილვებს საქართველოსთან, ეს დააზიანებს კომპანიების ინტერესს საქართველოს მიმართ. ეს გავლენას ახდენს ძველ ინვესტიციებზე და ასევე, აუცილებლად იმოქმედებს ახალ ინვესტიციებზე. არაერთ ზარს ვიღებთ აღელვებული ბიზნეს პარტნიორებისგან, რომელთაც სურთ იცოდნენ, რა ხდება. გვაქვს არაერთი საინვესტიციო გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მივიღოთ ახლა, თუმცა ხალხი ღელავს, აღარ არიან დარწმუნებულნი სურთ თუ არა საქართველოში ინვესტირება",- ამბობს საშა ტერნესი.

დღეს, 9 ბიზნეს გაერთიანებამ ე.წ. რუსულ კანონთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.

კანონის მიღებით მოგებული არავინ დარჩება - ზვიად ჭუმბურიძე "რუსულ კანონზე"

საფრთხე ექმნება EU-ის პოტენციურ წევრობას, რისი შანსიც, თაობაში ერთხელ დგება - AmCham-ი “რუსულ კანონზე”

შეცდომაში ნუ შეგყავთ მოსახლეობა, ყველაფერი აბსოლუტურად გამჭვირვალეა - ივა ჭყონია "რუსულ კანონზე"

ვიღებთ უამრავ სატელეფონო ზარს, რადგან კომპანიები ცდილობენ გაიგონ რა ხდება და სად მივდივართ - EBA-ს ვიცე-პრეზიდენტი

კანონის განხილვა უნდა დაპაუზდეს... ქვეყანაში არსებული რისკები უნდა მოიხსნას - ლევან სილაგავა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები