მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უცხოეთის მოქალაქეებმა ბოლო 2 თვეში 160 მილიონის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები გაყიდეს

6140888472896
შოთა ტყეშელაშვილი
14.09.21 15:41
917
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ირკვევა, რომ ბოლო 2 თვის განმავლობაში უცხოელმა ინვესტორებმა 160 მილიონი ლარის მოცულობის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები გაყიდეს - შედეგად, მათ საკუთრებაში არსებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მოცულობა 558 მილიონ ლარამდე შემცირდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2021 წლის აგვისტოს მდგომარეობით, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზარი 5.1 მილიარდ ლარს შეადგენს, რისი 11%-იც, ამჟამად უცხოელ ინვესტორებს ეკუთვნით.

სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში არარეზიდენტი პირების ინვესტიციები მაქსიმალური მოცულობის 2021 წლის ივნისში იყო, როდესაც მათ 716 მილიონი ლარის ობლიგაციები ეკუთვნოდათ. უცხოელი ინვესტორების ინტერესი ქართული სახელმწიფო ობლიგაციების და სახაზინო ვალდებულებების მიმართ განსაკუთრებული ტემპით 2020 წელს გაიზარდა.

სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ყველაზე დიდი ნაწილი - 65% კომერციული ბანკების საკუთრებაშია, სებ-ს კი ამ ფასიანი ქაღალდების მთლიანი პორტფელის 20% ეკუთვნის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები