უძრავ ქონებაზე ფასების ზრდა გამორიცხულია, - ამის შესახებ m2-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ განაცხადა.
"არავითარ შემთხვევაში არ უნდა ველოდოთ, რომ უძრავ ქონებაზე ფასები გაიზრდება, ეს გამორიცხულია. შემცირება აუცილებლად მოხდებოდა, რომ არ ყოფილიყო სტიმულირების პაკეტი, მაგრამ შემცირებასაც გააჩნია, შეიძლება ისე მომხდარიყო, რომ რომელიმე კომპანია საერთოდ გამოსულიყო ბიზნესიდან. ეს ისეთი საფრთხეებია, რომელთა თავიდან აცილება აუცილებელია კრიზისის დროს და ის პაკეტი, რომელიც მთავრობამ დადო, ფასების მერყეობას მინიმუმამდე დაიყვანს", - განაცხადა ბურდილაძემ.
შეგახსენებთ, რომ მთავრობამ დღეს ანტიკრიზისული პაკეტი წარადგინა, რომელიც სამშენებლო და დეველოპერულ ბიზნესს ეხება.