მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უძრავი ქონების ბაზრის კვლევა - რა რისკები დაინახა სებ-მა?

BM.GE
24.02.23 16:26
370
სტატიაში საუბარია:
2022 წლის განმავლობაში საქართველოში რუსეთის ფედერაციის ათიათასობით მიგრანტი ჩამოვიდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მიმოხილვიდან ირკვევა, რომ რუსეთის მოქალაქეთა მონაწილეობა თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე გასულ წელს გაოთხმაგდა. თუკი 2022 წლის იანვარში რუსეთის მოქალაქეებზე თბილისში დადებული ნასყიდობების 0.9% მოდიოდა, 2022 წლის ნოემბერში ამ მაჩვენებელმა 4.4%-ს მიაღწია. გაცილებით უფრო დიდი წილი აქვთ რუსეთის მოქალაქეებს ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე. 2022 წლის იანვარში ტრანზაქციებში მათი წილი 5% იყო, მაშინ როდესაც ნოემბერში ეს მაჩვენებელი 17.6%-მდე გაიზარდა. პუბლიკაცია უძრავი ქონების სექტორის თითქმის ყველა მიმართულებას მოიცავს, მათ შორის მაგალითად დეველოპერული პროექტების მომგებიანობის მაჩვენებლები, რისკები უძრავი ქონების ბაზარზე, დაკრედიტების მოცულობა და ასე შემდეგ.

სტუმარი: ირაკლი ისაკაძე - ეროვნული ბანკის, მცირე და საშუალო და კორპორატიული საკრედიტო რისკების განყოფილების მთავარი სპეციალისტი;