მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„უძრავი ქონების მესაკუთრეთა დიდი ნაწილი რუსებისთვის ბინის მიქირავებაზე უარს აცხადებს“

622a2350e684a
თათია ჩაფიჩაძე
10.03.22 21:20
3317
„უძრავი ქონების მესაკუთრეთა დიდი ნაწილი რუსებისთვის ბინის მიქირავებაზე უარს აცხადებს“ - ამის შესახებ bmg-ის უძრავი ქონების კომპანია "ნოუბლ რიალ ისთეითის“ თანადამფუძნებელმა ვაჟა მებაღიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, რუსების და ბელარუსების დიდი ტალღა წამოვიდა საქართველოს მიმართულებით, შესაბამისად მომართვიანობა საკმაოდ მაღალია, მაგრამ ხშირ შეთხვევაში, დაახლოებით 85%-ში, ბინის მესაკუთრეები უარს ეუბნებიან მათ ბინის მიქირავებაზე, რადგან უნდობლობა აქვთ.

"იწერებიან მეილის ბოლოს, რომ აღიარებენ რუსეთის მიერ საქართველოს ანექსირებას, ომს უკრიანაში, ომს საქართველოში. ჰგონიათ, ეს გაჭრის, მაგრამ მესაკუთრეები მაინც უარს ამბობენ. 

ჩვენი კომპანია ვაკის, ვერის და ნაწილობრივ საბურთალოს ბაზრებზე მუშაობს და აქ ფასები 30-50%-ის ფარგლებშია გაზრდილი,“ - ამბობს მებაღიშვილი.

ბოლო 2–კვირიან პერიოდში გასაქირავებელ უძრავ ქონებაზე ფასების 30-დან 50%-მდე გაზრდაზე საუბრობენ უძრავი ქონების კომპანია „სიგმაშიც". კომპანიის მფლობელი ზურაბ ლაჩაშვილი აცხადებს, რომ მოთხოვნა გასაქირავებელ უძრავ ქონებაზე უფრო მეტად გარეუბნებში, ბიუჯეტურ ბინებზე ფიქსირდება, თუმცა მათი კლიენტების დიდი ნაწილი რუსეთის მოქალაქეებისთვის ბინის მიქირავებაზე უარს აცხადებს.

„ჩვენ ჩავატარეთ კვლევა ჩვენს დამკვეთებთან, ვინც ბინას აქირავებს და აღმოჩნდა რომ 90% უარს ამბობს მათთვის სახლების მიქირავებაზე. ამიტომ არ ვემსახურებით რუსეთის მოქალაქეებს. რაც შეეხება ბაზარზე ვითარებას, ფასები მკვეთრად გაიზარდა, თუ ღირდა ბინა 300$ დღეს მისი ფასი 400-450$-ის ფარგლებშია. გარეუბნებზე უფრო მეტია მოთხოვნა, უფრო დაბალბიუჯეტიან ბინებს ეძებენ,“ - აღნიშნავს ლაჩაშვილი.

როგორც გასაქირავებელ, ისე გასაყიდ ბინებზე ფასის ზრდის ტენდენციაზე საუბრობენ თიბისი კაპიტალში. კვლევების უფროსი ირინა კვახაძე აცხადებს, რომ გასაქირავებელი ბინები 27%-ით, გასაყიდი კი 10%-ით გაძვირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები