მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Uefa-მ რეკორდული შემოსავალი დაადასტურა

642e7f387d689
ირაკლი მოდებაძე
06.04.23 14:22
505
Uefa-მ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ფინანსური სირთულეები, როგორც ჩანს, საბოლოოდ დაძლია და კრიზისული პერიოდი უკან მოიტოვა. 2021/2022 წლების სეზონში ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ 4,05 მილიარდი ევრო გამოიმუშავა. ივნისის ბოლოს რეზერვები 500 მილიონი ევრო იქნება. 

Uefa-ს შემოსავლების უმთავრესი წყარო მამაკაცთა საკლუბო ტურნირებია - ჩემპიონთა ლიგა, ევროპალიგა და კონფერენსლიგა. საკლუბო ტურნირებმა Uefa-ს 3,6 მილიარდი ევრო მოუტანა. საერთო შემოსავლიდან, ანუ 4,05 მილიარდიდან, 3,3 მილიარდი კლუბებს და ფეხბურთის ფედერაციებს გადაეცათ.

2023/2024 წლების სეზონისთვის Uefa-ში კიდევ უფრო უკეთესი მოლოდინი აქვთ - 6,7 მილიარდის ევროს ოდენობის შემოსავალს ელოდებიან. ასეთ გეგმაში უდიდესი წვლილი აქვს ევროპის ჩემპიონატს, რომელიც 2024 წელს გერმანიაში გაიმართება. ამ ტურნირისგან Uefa 2,41 მილიარდ ევროს ელოდება. აქედან 331 მილიონს 2024-ის მონაწილე ქვეყნები მიიღებენ.

შეგახსენებთ, ლისაბონში ჩატარებულ პრეს კონფერენციაზე ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრებიც დაასახელეს. კომიტეტის წევრობაზე კენჭს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილიც იყრიდა - იგი 40 ხმით აირჩიეს. აღსანიშნავია, რომ Uefa-ს აღმასრულებელი კომიტეტის წევრი ქართველი აქამდე არ ყოფილა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები