მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

UEFA-ს 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის თასი მოგზაურობას იწყებს

641d44491c5ea
BM.GE
24.03.23 10:30
883
კოკა-კოლა და ფეხბურთი ერთმანეთის გარეშე არ არსებობს. როდესაც მთელი მსოფლიო ჩართულია საუკეთესო საფეხბურთო ნაკრების გამოკვლევის პერეპეტიებში, კოკა-კოლა გულშემატკივრებს ამხნევებს და არანაკლებ მომზიდველ სანახაობას თავაზობს.

ასე მოხდება წელს საქართველოში!

ზამთრის კეთილი ზღაპარი, გაზაფხულზე დიდ სანახაობად რომ იქცეს, საჭიროა საქართველოში 21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობდეს. ეროვნული ნაკრების ჰიმნის რითმებს აყოლილი მუსიკოსები, მომხიბვლელი ახალგაზრდები და საფეხბურთო ფინტების დიდოსტატები კოკა-კოლას სადღესასწაულო ქარავანის განუყოფელს ნაწილს შეადგენენ, რომელიც სტარტს დღეს, 26 მარტს, ბათუმში იღებს, შემდგომ კი ქვეყნის მასშტაბით არაერთ ქალაქში მოულოდნელად გამოჩნდება და სიურპრიზებთან და საჩუქრებთან ერთად ხალისსა და გართობას მოიტანს!

ზამთრის ჯადოსნური ქარავანის გაზაფხულის ცეცხლოვან შოუდ ტრანსფორმირების იდეა 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის თასის მოგზაურობს ემსახურება და პირველად ისტორიაში ქართულ გულშემატკივარს შესაძლებლობა ექნება UEFA-ს 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის თასი საქართველოში იხილოს. გულშემატკივრებს და ნებისმიერ მსურველს სამახსოვრო ფოტოს გადაღების შესაძლებლობაც მიეცემათ.
ჩემპიონატის მთავარ სიმბოლოს მოედანზე ტურნირის ელჩი - ყველასათვის საყვარელი ფეხბურთელი და ფეხბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი, ალექსანდრე იაშვილი შემოიტანს.

UEFA-ს 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში მიმდინარე წლის 21 ივნისიდან - 8 ივლისი ჩათვლით საქართველოს სამ ქალაქში, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება, ხოლო კოკა-კოლას ჯადოსნური ქარავანი კი კვლავ კი კვლავ ჩვეულ სახეს მიიღებს და ზამთრის ლამაზ ზღაპრად გადაიქცევა

ღონისძიების დასაწყისი 26 მარტს, 19:00 საათზე.


(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები