UFC ნოემბერში სადებიუტო ტურნირს კატარში გამართავს. ინფორმაციას თავად ორგანიზაცია ავრცელებს. UFC Fight Night-ის ივენთი 22 ნოემბერს გაიმართება. ტურნირის ქარდი მოგვიანებით გამოქვეყნდება. კატარი რიგით 30-ე ქვეყანა გახდება, სადაც ორგანიზაცია საკუთარ შოუს ჩაიტანს, უკანასკნელად ივნისის თვეში კომპანიამ კავკასიის რეგიონი და კერძოდ აზერბაიჯანი აითვისა.
“ტურნირებს დიდი ხნის განმავლობაში ვმართავდით აბუ-დაბიში, ახლა კი გაფართოებას ვიწყებთ. კატარში ტურნირის ორგანიზებაზე რამდენიმე წელი ვმუშაობდით. საბოლოოდ, ყველაფერი მოვაგვარეთ“ - განაცხადა პრომოუშენის პრეზიდენტმა, დანა უაითმა პრესკონფერენციაზე.
შეგახსენებთ, რომ 2026 წლის 4 ივლისს ამერიკის 250-ე წლის დამოუკიდებლობის დღეს, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინიციატივით, თეთრი სახლის ეზოში საბრძოლო ოქტაგონი მოეწყობა და UFC-ის შოუ ჩატარდება.




























