მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

UFC-ის 2023 წლის შემოსავალმა 1,3 მილიარდს გადააჭარბა

UFC შემოსავალი 2023

სოფლიოს საუკეთესო საბრძოლო ორგანიზაცია UFC-იმ 2023 წელს ფინანსურად უდიდესი ზრდა განიცადა, რაც რა თქმა უნდა ღონისძიებებისა და სასპონსორო მხარდაჭერის დამსახურებაა.

UFC-იმ გასულ წელს ჯამში 1,3 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რაც 13%-ით აღემატება 2022 წლის მაჩვენებელს. 2023 წლის მეოთხე კვარტალში კომპანიამ 283 მილიონი დოლარი მიიღო, მაშინ როდესაც 2022 წლის იგივე პერიოდში კომპანიის შემოსავალი 272 მილიონ დოლარს შეადგენდა. ასეთი შედეგი განაპირობა მედია უფლებების 76,2 მილიონით, ღონისძიებების ბილეთების 42,6 მილიონით და სასპონსორო შემოსავლების 29,5 მილიონი დოლარით ზრდამ.

ორგანიზაციამ რეკორდი დაამყარა სასპონსორო შემოსავლებშიც, კერძოდ 196 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 18%-ით გაზრდილი შედეგია. სავარაუდოა, რომ 2024 წელს ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან კომპანიამ ხელშეკრულება განაახლა ლუდსახარშ კომპანია “Bud-Light-თან”, რომელიც UFC-ის ოფიციალური ლუდი გახდება.

წლიური 1,3 მილიარდიდან ყველაზე მეტი წილი ცხადია, მედია უფლებებზე მოდის, უფრო კონკრეტულად კი 870,6 მილიონი დოლარი, რაც 2022 წლის 794,4 მილიონს მთელი 71,1 მილიონით აჭარბებს.
ცნობისთვის, UFC-ისა და WWE-ის მშობელი კომპანია TKO, 2024 წლის ბოლოს მთლიანობაში ამ ორი ორგანიზაციიდან 2,5-იდან 2,7 მილიარდ დოლარამდე შემოსავალს ელოდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები