მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

UFC საკუთარ ანტი-დოპინგურ სააგენტოს ხსნის

დანა უაითი

10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში UFC-ში დოპინგ ტესტებს კომპანია USADA იღებდა, თუმცა მომავალი წლიდან ორი ორგანიზაცია ერთმანეთთან აღარ ითანამშრომლებს.

ყველაფერი შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლ კონორ მაკგრეგორთან დაკავშირებული შემთხვევით დაიწყო, რომელიც 2021 წლიდან USADA-ს რიგებში აღარ აბარებდა დოპინგ ტესტს და ამის სურვილი მხოლოდ გასულ კვირაში გამოთქვა.

შესაბამისად მას 6 თვეში ორი ტესტირების გატარება მოუწევდა, თუმცა კომპანიაში აცხადებენ, რომ მაკგრეგორის შემთხვევა მათ იმიჯსა და სანდოობას ზიანს აყენებს, რის გამოც გადაწყვიტეს ყველაზე ცნობილ საბრძოლო ორგანიზაციასთან კონტრაქტის გაწყვეტა. 

UFC-ის პრეზიდენტი დანა უაითი სასამართლოში ჩივილის აპირებს, პარალელურად კი საკუთარი ანტი-სადოპინგო კომპანიის ჩამოყალიბებას გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები