შერეული საბრძოლო ხელოვნების ყველაზე პოპულარულ ორგანიზაცია, UFC-ში 6 წლის შემდეგ, რაც Modelo-მ Bud Light-ი ჩაანაცვლა, ძველი სპონსორი საწყის პოზიციებს უბრუნდება. კონტრაქტი 1 იანვრიდან ამოქმედდება და მოიცავს ოქტაგონის ბრენდინგს, სოციალურ-ციფრულ კონტენტს და სამაუწყებლო ინტეგრაციას.
UFC-ის პრეზიდენტის დანა უაითის თქმით მოხარულია, რომ ძველი სპონსორი დაუბრუნდა კომპანიას და ახალი ენერგიით შეუდგებიან მუშაობას:
“2008-2017 წლებში Bud Light ჩვენი მთავარი ალკოჰოლის მწარმოებელი სპონსორი იყო, რა დროსაც UFC ახალ დონეზე გადავიდა და მწვერვალების დაპყრობა დაიწყო. სიამაყით შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენ თანამშრომლობას გავაგრძელებთ, რადგან Bud Light იმ ფასეულობებს სცემს პატივს, რომელზედაც ჩემი კომპანია დგას” - განაცხადა დანა უაითმა.
შეთანხმების დეტალები ცნობილი არაა, თუმცა როგორც ამბობენ კონტრაქტი 6 წლის განმავლობაში იმოქმედებს და რამდენიმე ასეულ დოლარს გაუტოლდება, რაც UFC-ის ისტორიაში უდიდესი შეთანხმება იქნება.