მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უფლებამოსილება ყველა რესურსცენტრის უფროსს შეუწყდება - პარლამენტმა კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა

განათლების სამინისტრო

პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში ცვლილებები.

ცვლილებების თანახმად, კანონის ამოქმედებისთანავე უფლებამოსილება შეუწყდებათ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების − საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფროსებს, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რესურსცენტრების უფროსებს და მათი თანამდებობები ვაკანტური გახდება. ამასთანავე, იმ პირებს, რომლებსაც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის ეკავა რომელიმე ზემოაღნიშნული რესურსცენტრის უფროსის თანამდებობა, ვალდებული არიან, ახალი კონკურსის დასრულებამდე უფროსის მოვალეობა შეასრულონ.

ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსი გამოცხადდება. კანონი გამოქვეყნებისთანავე შედის ძალაში. გამოქვეყნებამდე კი,ამოქმედებისთვის პრეზიდენტის ხელმოწერაა აუცილებელი.

უნდა აღინიშნოს რომ კანონის პროექტს თან არ ახლდა განმარტებითი ბარათი, რომლითაც გაირკვეოდა ცვლილებების მიზნობრიობა და საჭიროება.