მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი სკოლა რეაბილიტირდა/აშენდა 2022-2023 წლებში? - მინისტრის მოხსენება

განათლების სამინისტრო
28.11.23 16:58
303

მინისტრის საათის ფორმატში დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით დაწყებულ 1 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტზე, რომელიც სკოლების მასშტაბურ მშენებლობა-რეაბილიტაციას გულისხმობს.

გიორგი ამილახვრის განცხადებით, საქართველოს მთავრობის უმთავრეს პრიორიტეტს მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. მისი თქმით, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს მშენებლობა/რეაბილიტაციის სამუშაოები როგორც სასკოლო, ასევე პროფესიული სასწავლებლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით.

გიორგი ამილახვარი: „ჩვენი გუნდის უმთავრეს პრიორიტეტს სკოლებში თანაბრად ხელმისაწვდომი სასწავლო გარემოს შექმნისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით უკვე დაწყებულია 1 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტი, რომელიც სკოლების მასშტაბურ მშენებლობა-რეაბილიტაციას გულისხმობს.

2022-2023 წლებში განხორციელდა ჯამში 71 საჯარო სკოლის მშენებლობა/სრული რეაბილიტაციის სამუშაოები, ხოლო 200 საჯარო სკოლაში ნაწილობრივი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა. დღეის მდგომარეობით, უკვე მიმდინარეობს 150 საჯარო სკოლის მშენებლობა რეაბილიტაციის სამუშაოები. 2024 წლის დასაწყისში დაგეგმილია კიდევ 75 საჯარო სკოლის მშენებლობის სამუშაოების დაწყება. ჯამში დაიხარჯება 700.0 მილიონი ლარი.

აღსანიშნავია, რომ პროექტის, განხორციელების შედეგად, 2027 წლის ბოლოსთვის ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება‘‘.

მინისტრმა პროფესიული სასწავლებლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით განხორციელებულ სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოებზეც ისაუბრა. მისი თქმით, 2023 წლისთვის დასრულდა 4 ახალი პროფესიული კოლეჯის და 3 ახალი სახელოსნოს მშენებლობა. სრული რეაბილიტაცია კი ჩაუტარდა 2 პროფესიულ კოლეჯს.

როგორც გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს 4 ახალი პროფესიული კოლეჯის და 4 ახალი სახელოსნოს მშენებლობა. პროფესიული სასწავლებლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით 2022-2023 წლის ჯამურმა ბიუჯეტმა შეადგინა 36.0 მილიონ ლარზე მეტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები