მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უფრო მეტი მინდორი უნდა დარჩეს ბიზნესის მხარეს - ელგუჯა მელაძე

ელგუჯა მელაძე წერტილში

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტის ელგუჯა მელაძის აზრით, საქართველოს განვითარებისთვის ბევრი მუშაობა და შრომა სჭირდება. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, სადაც ასევე ბიზნესის გამოწვევებზეც ისაუბრა.

- რას უნდა დაესვას წერტილი საქართველოში?

- არ უნდა იყოს ზედმეტი ბიუროკრატია... უფრო მეტი მინდორი უნდა დარჩეს ბიზნესის მხარეს.

- დღეს ზედმეტია ბიუროკრატია?

- მხოლოდ ბიუროკრატიაზე არ ვსაუბრობ; ვფიქრობ, ბიზნესის მხარეს უნდა იყოს ბევრი გასაკეთებელი სამუშაო და არა სახელმწიფოს მხარეს. ეტაპობრივად, გარკვეული სამუშაოები ბიზნესის მინდორზე უნდა გავიდეს.

- რაზე მიანიშნებთ ქარაგმებით ანუ მთავრობას ჰგონია, რომ მან უფრო იცის, რა არის გასაკეთებელი და მისი „მინდორი უფრო დიდია“?

- მოდით, ზოგადად ვთქვათ, რომ დღეს არსებობს ბევრი ბიზნეს-გაერთიანება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბიზნესს საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს და ის დაინტერესებულია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებით, მეტი გადასახადის გადახდით, მეტი სამუშაო ადგილის შექმნით და ა.შ. და ამისთვის საჭიროა,  ბიზნესს მეტი შესაძლებლობები მიეცეს.

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია 2000 წელს დაარსდა და 2000-ზე მეტი მცირე, საშუალო და დიდი ზომის კომპანიას აერთიანებს. ორგანიზაციის მთავარი ვექტორია ბიზნესწრეების პრობლემების გადაჭრა ბიზნესის სწორი და ეფექტიანი არსებობისათვის, რაც  საქართველოს მთავრობასთან და ასევე ყველა მესამე მხარესთან კოორდინაციას ეფუძნება.