მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"UG სკოლის“ მიმდინარე და დაგეგმილი სიახლეები - თინათინ თოფურია ქალების ნარატივში

აღვზარდოთ ჰუმანურ-ლიბერალური ღირებულების მქონე, შრომაზე დაფუძნებულ მიღწევებზე და წარმატებაზე ორიენტირებული ადამიანი, რომელსაც აქვს ცოდნა და იცის მისი სწორად გამოყენება - ეს არის იუჯი სკოლის მთავარი მიზანი, რომელიც საქართველოში კემბრიჯის რეგისტრირებული საერთაშორისო სკოლაა. ამ კონკრეტული მიზნისათვის საქართველოს უნივერსიტეტმა თავდაპირველად დააარსა UG სკოლის საშუალო საფეხური, ხოლო 2011 წლიდან გაიხსნა დაწყებითი სექტორიც. დღეს სკოლა საკმაოდ ბევრ მოსწავლეს აერთიანებს და რაც ყველაზე მთავარია მზარდია მიმართვიანობაც. როგორი იყო 2023 წელი იუჯი სკოლისთვის და რა გეგმები აქვს სკოლას?

სტუმარი: თინათინ თოფურია - "UG სკოლის" ადმინისტრაციის უფროსი;

#ქალებისნარატივი მარიამ იზორიასთან ერთად