მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

UK-ს ყოფილი პრინცი, ენდრიუ მაუნთბატენ-უინძორი დაკავებულია - მიზეზი

დიდი ბრიტანეთი

გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრინცი, ენდრიუ მაუნთბატენ-უინძორი დაკავებულია. ის სამართალდამცავებმა, საკუთარ 66 წლის იუბილეზე აიყვანეს. დიდი ბრიტანეთის მეფის ძმა საჯარო სამსახურში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ეჭვის საფუძველზე დააპატიმრეს. ამჟამად, ის წინასწარი მოთავსების იზოლატორშია.

ენდრიუს დაკავების პარალელურად, ჩხრეკის მიზნით, ბერკშირსა და ნორფოლკში მდებარე მის საცხოვრებელ სახლებში გამოძიება შევიდა. ბრიტანულ გამოცემა Thames Valley-ს პოლიციამ დაუდასტურა, რომ მაუნთბატენ-უინძორის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე აქტიური მოკვლევა მიმდინარეობს.

როგორც ირკვევა, ენდრიუს დაკავება კავშირში უნდა იყოს მისი ძველი მეგობრისა და ფინანსისტის, ჯეფრი ეფშტეინის ფაილებთან. კერძოდ, არსებობს ეჭვი, რომ გაერთიანებული სამეფოს სავაჭრო დესპანის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში სამეფო ოჯახის წევრი ეფშტეინს კონფიდენციალურ სამთავრობო ანგარიშებს უზიარებდა.

ამჟამად დეტექტივები სწორედ იმის დადგენას ცდილობენ, ზუსტად რა სახის დოკუმენტაციაზეა საუბარია და, შესაბამისად, რამდენად უხეშად დაარღვია მაუნთბატენ-უინძორმა კანონმდებლობა. თავად ყოფილი პრინცი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს. აღსანიშნავია, რომ ენდრიუს ეჭვმიტანილად გამოცხადება გამოძიებას სრულ იურიდიულ უფლებას აძლევს, მტკიცებულებების გასამყარებლად ამოიღონ მისი კომპიუტერული ტექნიკა, ფაილები და ფოტოები ენდრიუს სახელზე გაფორმებული ნებისმიერი ობიექტიდან.

აქვე უნდა ითქვას, რომ მსგავს შემთხვევებში ბრიტანეთის პოლიციას ეჭვმიტანილის წინასწარი დაკავების იზოლატორში გაჩერების უფლება მხოლოდ 12-დან 24 საათამდე ვადით აქვს, თუმცა თუ მაგისტრი მოსამართლე თანხმობას გასცემს, ყოფილმა პრინცმა წინასწარ პატიმრობაში შესაძლოა 96 საათი გაატაროს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები