მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უკეთესები უნდა გავხდეთ" - რა გეგმები აქვს Starbucks-ის ახალი CEO-ს?

CEO

ყავის სახლების მსოფლიოში უმსხვილეს ქსელ Starbucks-ს ახალი აღამსრულებელი დირექტორი და ბორდის თავმჯდომარე ჰყავს - ბრაიან ნიკოლმა მექსიკური სამზარეულოს ქსელ Chipotle-ში იგივე პოზიციის დატოვების შემდეგ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება ორშაბათიდან, 9 სექტემბრიდან დაიწყო.

ნიკოლის დაქირავება კორპორაციას რეკორდული $113 მილიონი დაუჯდა, მისი წლიური საბაზისო ხელფასი კი $1.6 მილიონით განისაზღვრა, კომპანიის ზრდის შემთხვევაში კი საბონუსე სისტემაც რამდენიმე მილიონს ითვალისწინებს. ამავე დროს, ახალ CEO-ს კორპორაციამ კერძო თვითმფრინავიც გამოუყო, რომლითაც ნიკოლი საცხოვრებელი კალიფორნიიდან ვაშინგტონში, Starbucks-ის სათავო ოფისში ყოველკვირეულად ჩაფრინდება.

10 სექტემბერს ბრაიან ნიკოლმა ყავის სახლებთან დაკავშირებულ გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავარი ყურადღება სერვისის გაუმჯობესებას მოხმარდება. მისი თქმით, განსაკუთრებით დილის საათებში, Starbucks-ი კვლავ გახდება შეკრების ადგილი, სადაც მომსახურე პერსონალისა და მომხმარებლის გამოცდილება გაუმჯობესდება.

Starbucks-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ღია წერილში ბრაიან ნიკოლი აღნიშნავს, რომ ბევრისათვის საყვარელი ბრენდის სახელის მიუხედავად, კომპანიის მომხმარებლებსა და თანამშრომლებთან პირადი საუბრებიდან ირკვევა, რომ მათი დიდი ნაწილის აზრით, Starbucks-ი "საკუთარ ბირთვს ჩამოშორდა".

2024 წელს კომპანიის გაყიდვები დაეცა, რასაც აშშ-ში შემცირებულ მოთხოვნასთან ერთად, სხვა გეოპოლიტიკური პირობები, მათ შორის ჩინეთში გაზრდილი კონკურენცია და შუა აღმოსავლეთში Starbucks-ისთვის გამოცხადებული ბოიკოტიც განაპირობებდა. ნიკოლმა განაცხადა, რომ შედეგების გასაუმჯობესებლად იგი სამომხმარებლო გამოცდილებას როგორც სტუმრებისთვის, ისე ბარისტებისთვისაც გააუმჯობესებს.

"ჩვენი მენიუ ხშირად გადატვირთულია, პროდუქტები არათანმიმდევრული, ლოდინის დრო ზედმეტად გრძელია, შეკვეთების გაცემა კი ქაოსური - ეს ყველაფერი ჩვენთვის შესაძლებლობაა, რომ უკეთესები გავხდეთ", - წერს ბრაიან ნიკოლი.

მისი თქმით, კომპანიის მიზანია დარწმუნდეს, რომ ბარისტას ყველა შესაბამისი ხელსაწყო აქვს იმისთვის, რომ სასმელი ხარისხიან დაამზადოს და მიიტანოს მომხმარებლამდე.

"ყავა კომპანიის გულია და Starbucks-ის მარკეტინგის გუნდმა მომხმარებელს უნდა შეახსენოს თავისი ექსპერტიზა", - განაცხადა ნიკოლმა.

მისივე თქმით, ახალი CEO მომდევნო 100 დღეს Starbucks-ის სხვადასხვა მისამართზე გაატარებს და მომწოდებლებთან პირადი შეხვედრებიც ექნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები