ტელეკომპანია "იმედის" მფლობელი ირაკლი რუხაძე, რომელიც ერთ-ერთი იყო იმ ბიზნესმენებს შორის, ვინც ირაკლი კობახიძეს შეხვდა ხაზს უსვამს, რომ არსებული მთავრობის მომხრეა და შეხვედრაზე გარკვეულ საკითხებზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა მათ შორის, "ქართული ოცნების" მიერ არჩეულ პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილზე.
"მე თუ მკითხავთ ბევრად უკეთესი იქნებოდა იმისდა მიუხედავად, რომ მე ბატონ ყაველაშვილს არ ვიცნობ და მხოლოდ კარგი გამიგია მასზე, რომ ის ფანტასტიკური კანდიდატია და იმედი მაქვს, რომ ყველას ძალიან გაგვაკვირვებს. ბედნიერები ვიქნებით ოთხი თუ ხუთი წლის შემდეგ რომ ეს კაცი იყო არჩეული. შესაძლოა უფრო უკეთესი ყოფილიყო უფრო გამაერთიანებელი ადამიანი ყოფილიყო არჩეული, განსაკუთრებით ისეთი ადამიანი, რომელიც დასავლეთთან უფრო კონსტრუქციულად მუშაობდა, ვიდრე "ხალხის ძალა", ესეც ვთქვი [შეხვედრაზე]. როცა ამხელა ეგზისტენციური საფრთხეების წინაშე ვართ, ბევრად უფრო მეტი ყურადღება მართებთ მმართველ პარტიას რას და როგორ აკეთებს", - ამბობს რუხაძე "იმედისთვის" მიცემულ კომენტარში.