მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"უკიდურესად შეშფოთებულები ვართ საქართველოს და მის სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ურთიერთობების გაუარესებით" - მსოფლიო ბანკი

როლანდ პრაისი

"ჩვენ უკიდურესად შეშფოთებულები ვართ საქართველოს მთავრობასა და მის სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ურთიერთობების გაუარესებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ", - ამის შესახებ BMG-ის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, როლანდ პრაისმა ისაუბრა.

მანვე აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში არ ერევა და მსოფლიო ბანკი გააგრძელებს საქართველოსთან იმ ტიპის თანამშრომლობას, რომელიც მას ქვეყანასთან 30 წელზე მეტია აკავშირებს.

"სტრატეგიული პარტნიორები საქართველოს მთავრობასთან მისი ეკონომიკის ასაშენებლად თანამშრომლობდნენ, სტაბილურობისა და იმ ძალიან ძლიერ მაკროეკონომიკურ სიტუაციაში მოყვანის მიზნით, რომელშიც ის ამჟამად იმყოფება.

მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ, როგორც მსოფლიო ბანკს, ჩვენი მანდატის შესაბამისად, არ შეგვიძლია ჩავერიოთ ქვეყნის სამართლებრივ და პოლიტიკურ საკითხებში. ჩვენ აქ განვითარებისთვის ვართ და განვითარების საკითხები კვლავ აქტუალური და მნიშვნელოვანია. ჩვენ 30 წელზე მეტია, რაც საქართველოს მთავრობასთან და ქართველ ხალხთან ვართ.

ჩვენ კვლავ ვზრუნავთ ამ ქვეყნის კონკურენტუნარიანობაზე, მის განვითარებაზე, მის მდგრადობაზე და მოსახლეობის კეთილდღეობაზე. ამიტომ, ვაგრძელებთ ჩვენი ექსპერტიზის გამოყენებას ანალიტიკური სამუშაოს ჩატარების თვალსაზრისით. ჩვენ კვლავ ვახორციელებთ დაფინანსებას, გავაგრძელებთ ამის გაკეთებას ქართველი ხალხის სასარგებლოდ და იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ შემცირდეს განვითარების მიღწევები, რომლებიც ქვეყანამ ბოლო 30 წლის განმავლობაში მიიღო", - განაცხადა როლანდ პრაისმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები