ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში არსებულ ვითარებასაც განიხილავენ, საქართველოზე კომენტარი გააკეთა.
"ესტონელებს ყოველთვის აწუხებდათ ქართველი ხალხის მომავალი. ჩვენ ყოველთვის და ყველა დონეზე ძალიან აქტიურად ვუჭერთ მხარს იმას, რომ ქართველმა ხალხმა მიიღოს, რისი მიღებაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება. ახლა ამაზე არც კი ვსაუბრობთ. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ დემოკრატიაზე, ვსაუბრობთ გადარჩენის გზებზე. ამიტომ, უკიდურესად ვართ შეშფოთებულნი იმით, რაც საქართველოში ხდება", - უთხრა ჟურნალისტებს მინისტრმა.




























