მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“უკრაინა 2026 წლის ბოლოსთვის მზად იქნება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის” - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზად 2026 წლის ბოლოსთვის იქნება. როგორც ქვეყნის ლიდერმა განმარტა, უკრაინისთვის წარმოდგენილი მოთხოვნების 6-ვე თავის შესრულება ერთ წელიწადზე მეტ დროს არ წაიღებს, შესაბამისად, ქვეყანა გაწევრიანებისთვის ტექნიკურად მზად მომავალი წლის დეკემბრისთვის იქნება.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინამ უკვე შეასრულა ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი 3 თავის მოთხოვნები და აღნიშნა, რომ ქვეყნის მიღწევა თავად ევროსტრუქტურაშიც დაადასტურეს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ განცხადება ირლანდიაში ვიზიტის ფარგლებში გააჟღერა და თქვა, რომ როგორც ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები, ისე წევრი სახელმწიფოების ლიდერები აღიარებენ უკრაინის წინსვლას. თავის მხრივ, ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ომში მყოფი მოკავშირის გაწევრიანების პროცესს აქტიურად დაუჭერენ მხარს.

ზელენსკი მოელის, რომ გაწევრიანების პროცესის ახალი თავები 2026 წლის დასაწყისში, მაშინ გაიხსნება, როცა ევროკომისიის პრეზიდენტის სტატუსს კვიპროსი მიიღებს, ხოლო მათი დახურვა იმ პერიოდისთვის მოესწრება, როცა ამ სტატუსს ირლანდია გადაიბარებს. ცნობისთვის, მოლაპარაკებების ახალ ეტაპზე გადასვლა მხოლოდ იმიტომ ვერ მოხერხდა, რომ უნგრეთმა პროცესს ვეტო დაადო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები