უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ შეიქმნა სპეციალური დანაყოფი - საერთაშორისო ლეგიონი, რომელმაც უკვე დაიწყო საბრძოლო მისიების შესრულება რუსული აგრესიის წინააღმდეგ.
ბრიგადის გენერალმა კირილო ბუდანოვმა, სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მეთაურმა, რომელიც ამ ლეგიონს მართავს, განაცხადა, რომ რუსეთის ძალებთაბ ნრძოლაში ჩართვის სურვილს 20 000-ზე მეტი მოხალისე გამოთქვამს 52 ქვეყნიდან.
როგორც CNN წერს, ისინი ძირითადად გამოცდილი მებრძოლები არიან, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს არაერთ სამშვიდობო კამპანიაში მთელს მსოფლიოში.




























