მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინა არ არის დაინტერესებული რუსეთის ტერიტორიის დაკავებით - საგარეო უწყება

კურსკი

უკრაინა არ არის დაინტერესებული რუსეთის ტერიტორიის დაკავებით, - ამის შესახებ უკრაინას საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ. როგორც უწყება იტყობინება, მათ არ უნდათ რუსეთის კურსკის რეგიონის დაკავება და იქ შეტევას მას შემდეგ დაასრულებენ, რაც რუსეთი დათანხმდება მშვიდობას.

"რაც უფრო მალე დათანხმდება რუსეთი სამშვიდობო პროცესის აღდგენას, მით უფრო მალე შეწყდება უკრაინელების შეტევა რუსეთის ტერიტორიაზე. რაც უფრო გაახანგრძლივებს პუტინი ომს, მით უფრო მიიღებს უკრაინის მხრიდან მსგავს პასუხს", - განაცხადეს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ოფიციალური კიევის განცხადებით, ოპერაციას კურსკში რუსეთის მიერ დონეცკის დამატებითი ტერიტორიების დაკავების პრევენციის მიზნით ახორციელებენ.

ცნობისთვის, უკრაინის შეტევის გამო, კურსკიდან მოქალაქეების ევაკუაცია გრძელდება, ამ დრომდე 121 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. უკრაინის მთავრობის განცხადებით, ისინი ამჟამად დაახლოებით 1000 კვ.კმ ფართობის რუსეთის ტერიტორიას აკონტროლებენ.

კრემლის ლიდერი აცხადებს, რომ კიევი საკადრის პასუხს მიიღებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები