მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უკრაინა აშშ-ის მიერ შეთავაზებულ "სამშვიდობო შეთანხმებას" დათანხმდა - CBS

თეთრი სახლი

უკრაინა აშშ-ის მიერ შეთავაზებულ "სამშვიდობო შეთანხმებას" დათანხმდა. როგორც CBS წერს, მხარეებს გარკვეული დეტალები დარჩა შესათანხმებელი და ამისთვის დაგეგმილია უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტი ვაშინგტონში, რომელიც ნოემბრის ბოლომდე შედგება.

"უკრაინელები "სამშვიდობო შეთანხმებას" დათანხმდნენ. რამდენიმე უმნიშვნელო დეტალია დარჩენილი, რომელიც უნდა დაზუსტდეს, თუმცა ისინი სამშვიდობო შეთანხმებას დათანხმდნენ", - უთხრა CBS-ს აშშ-ის მთავრობის წარმომადგენელმა.

21 ნოემბერს ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც თქვა, რომ უკრაინა შესაძლოა ძალიან მძიმე არჩევანის წინაშე აღმოჩნდეს საკვანძო პარტნიორსა და ღირსებას შორის. 10-წუთიან მიმართვაში ზელენსკი მოსახლეობას აფრთხილებდა, რომ უკრაინა შესაძლოა მძიმე არჩევანის წინაშე აღმოჩნდეს ან ღირსების დაკარგვა ან რისკი, რომ საკვანძო პარტნიორს დაკარგავს. ეს მიმართვა უკრაინის პრეზიდენტმა მას შემდეგ გავრცელდა, რაც მედიაში აშშ-ის მიერ შეთავაზებული სამშვიდობო გეგმა გავრცელდა. ვიდეო მიმართვაში ზელენსკი ასევე ამბობს, რომ უკრაინამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ომის დასრულება "უკრაინის დასრულებას" არ ნიშნავდეს.

21 ნოემბერს, უკრაინულმა მედიამ გაასაჯაროვა დოკუმენტი, რომელიც ასახავს დონალდ ტრამპის მიერ დამტკიცებულ 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას. საუბარია ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების მრჩევლების, სტივ უიტკოფსა და კირილ დიმიტრევის გასაიდუმლოებული მოლაპარაკებებისას შედგენილ დოკუმენტზე, რომელზე მუშაობაც ერთი თვის განმავლობაში გრძელდებოდა და რომელზე გადაწყვეტილების მისაღებადაც დონალდ ტრამპი ზელენსკის დროს 27 ნოემბრამდე აძლევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები