მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინა აცხადებს, რომ რუსული ძალები ოკუპირებულ ტერიტორიებზე Starlink-ს იყენებენ

starlink

რუსული ძალები უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე Starlink-ის ტერმინალებს იყენებენ, რომელიც ილონ მასკის SpaceX-ის მიერაა წარმოებული, სატელიტური ინტერნეტისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას კიევის მთავარი სამხედრო დაზვერვის სააგენტოზე დაყრდნობით, Reuters ავრცელებს.

ამის საპასუხოდ, SpaceX აღნიშნავს, რომ კომპანია რაიმე ბიზნესს რუსეთის ფედერაციასთან, მის სამხედროებთან, ან არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან არ აწარმოებს. ამასთან, კომპანიამ განაცხადა, რომ იმ ტერმინალებს, რომლებიც შესაბამისი ლიცენზიის გარეშე იქნება მიღებული გააუქმებს.

„უბრალოდ Starlink-ის ტერმინალზე ყალბი GPS-სიგნალის წარმოდგენაა აუცილებელი, რომ მან ჩათვალოს, თითქოს მომხმარებელი უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება“, - განაცხადა ჰადსონის ინსტიტუტის უფროსმა მეცნიერ-მუშაკმა ბრაიან კლარკმა.

გამოცემა ასევე წერს, რომ რუსული კომპანიები უკვე ყიდიან Starlinks-ის სისტემებს სამხედრო და სამოქალაქო საჭიროებისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები