მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უკრაინა დარწმუნებულია, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები უნდა გაგრძელდეს - კასიანოვი

6220a949725e3
ინგა მურუსიძე
03.03.22 16:20
392
"უკრაინა დარწმუნებულია, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები უნდა გაგრძელდეს", - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა დღეს, საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის ეკონომიკა შეჩერებულია, ხოლო რესურსები - ამოწურული.

„მოვუწოდებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, განაგრძონ სანქციებით გავლენის მოხდენა რუსეთის ფედერაციაზე, მისი ეკონომიკის სრულ და ტოტალურ კოლაფსამდე - საბანკო სისტემის წინააღმდეგ, საზღვაო პორტების, რუსეთისთვის ავიასივრცის ჩაკეტვა, რუსეთის ექსპორტის ყველაზე გავრცელებული საქონლის იმპორტის შეზღუდვა, ნავთობისა და გაზის ჩათვლით, SWIFT-ის სისტემიდან გათიშვა. ასევე, ბელარუსის წინააღმდეგ ანალოგიური სანქციების დაწესება ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა მან.

ელჩის მრჩეველის თქმით, უკრაინა მიმართავს პარტნიორებს, სამხედრო დახმარების გადაცემის მოთხოვნით, საუბარია ავიაგამანადგურებლებზე და სხვა საომარ ტექნიკაზე.

„მოვუწოდებთ ნატო-ს ქვეყნებს, გადაუდებლად დახურონ უკრაინის ცა. ეს გადაწყვეტილება დაგვეხმარება ძალიან და ეს არ ნიშნავს ნატო-ს ქვეყნების ჩათრევას ომში. უკვე დიდი ხანია ომში ყველა არის ჩათრეული“, - ამბობს ის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები