მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინა, მოლდოვა, ბელარუსი, აზერბაიჯანი, სომხეთი - საიდან ჩადიან მიგრანტები ოკუპირებულ ცხინვალში?

ცხინვალი

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში გასულ წელს 479 მიგრანტი ჩავიდა. ინფორმაციას ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიგრაციის სამსახური ავრცელებს. მიგრანტების რაოდენობა 2022 წელთან შედარებით, უმნიშვნელოდ არის გაზრდილი.

სტატისტიკის მიხედვით, ბოლო 5 წლის განმავლობაში ე.წ. რესპუბლიკაში სამუშაოდ უზბეკეთიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ჩადიოდნენ. მათი ინფორმაციით, გასულ წელს, რეგიონში სამუშაოდ სირიიდან, უკრაინიდან, მოლდოვიდან და ბელარუსიდან ჩავიდნენ.

როგორც ე.წ. მიგრაციის სამსახურის ხელმძღვანელმა, კონსტანტინ ძაგოევმა აღნიშნა, სამხრეთ ოსეთის სამუშაო ადგილას არჩევა, შესაძლოა, დასაქმების მიმზიდველ პირობებთან და რუსეთთან შედარებით, დაბალ გადასახადებთან იყოს დაკავშირებული.

საქართველოს წამყვანი ახალი ამბების პორტალი BMG მუდმივად მუშაობს მკითხველისთვის აქტუალური ინფორმაციის მისაწოდებლად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები